Rustavis Autobazroba - AUTOPAPA


ტერმინალი


რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კონტროლის ზონა, „რუსთავ ტერმინალ პლიუსი“. რომელიც მოიცავს 40 212,67 კვ.მ ტერიტორიას. ტერმინალის ტერიტორია მობეტონებულია და 24 საათის განმავლობაში დაცულია დაცვის სამსახურის მიერ. აქ მოსული მომხმარებლისთვის შექმნილია ყველა პირობა, რათა მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად გაეწიოს სათანადო მომსახურება.

საბაჟო საწყობი განკუთვნილია შემდეგი ტიპის ავტოტრანსპორტისთვის:

დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, პორტალამდე გადაადგილების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა, აგრეთვე გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საწყობიდან დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო კონტროლი და აღრიცხვა.

8701 ტრაქტორები (8709 სასაქონლო პოზიციის ტრაექტორიების გარდა.)
8702 ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი 10ან მეტი კაცის გადასაყვანად მძღოლის ჩათვლით.
8703
8704 ძრავიანი სატრანსპოტო საშუალებები, განკუთვნილი 10 ან მეტი კაცის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით
8705 სპეციალური დანიშნულების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, მგზავრების ან ტვირთის გადასაზიდად გამოსაყენებლების გარდა (მაგ.სატვირტო ავტომობილები ავარიული, ავტო-ამწეები, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებები, გზების დასუფთავება
8711 მოტოციკლეტები (მოპედების ჩათვლით) და ველოსიპედები დაყენებული დამხმარე ძრავით, ეტლიტ ან მის გარეშე; ეტლები.
8716 მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელები, დანარჩენი არათვითმავალი სატრანსპორტო საშუალებები, მათი ნაწილები.

კონტროლის ზონის ტერიტორიაზე განლაგებულია ყველა ის ობიექტი, რომელიც ხელს უწყობს მომხმარებელს, ერთი სარკმლის“ პრინციპით მაქსიმალურედ სწრაფად და ხარისხიანად მიიღოს საჭირო ინფორმაცია თუ მომსახურება.

კონტროლის ზონის ტერიტორიაზე განლაგებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სადაც ხორციელდება ფიზიკური და იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და პირველადი რეგისტრაცია. სააგენტოს კვალიფიციური თანამშრომლების სწრაფი და ხარისხიანი საქმიანობის შედეგად თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი კუთვნილი ავტომანქანა მოაქციოთ იმპორტის, საბაჟო საწყობის, ექსპორტის რეჟიმში ან გაიყვანოთ რეექსპორტზე. ასევე აიღოთ სანომრე ნიშნები, მათ შორის ფასიანიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, თანამშრომლები ახორციელებენ კონტროლის ზონის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომანქანების და სამგზავრო მიკროავტობუსების ტექნიკური პასპორტით პარამეტრების დადგენას, რის მიხედვითაც შემდგომში ხდება მათი გაფორმება.

“რუსთავ ტერმინალ პლიუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს „პრივატბანკი“-ს 2 სერვის ცენტრი. კონტროლის ზონაში მომხმარებელს საშუალება ეძლევა გადაიხადოს არა მარტო მომსახურების საფასური, არამედ ისარგებლოს ბანკის ყველანაირი მომსახურებით: გახსნას ანაბარი, განახორციელოს გადარიცხვები, თქვენ შეგიძლიათ ყველაზე მაღალი კურსით მოახდინოთ ვალუტის კონვერტაცია, უცხოეთის ნებისმიერი ქვეყნიდან 15 წუთში შეძლებთ გზავნილის განაღდებას, აქვე გადაიხდით კომუნალურ გადასახადებს.

გსურთ სასურველი ავტომანქანის ოცნების გასაღები თქვენი გახდეს? ბანკი 30 წუთში ყოველგვარი ცნობების გარეშე მხოლოდ პირადობის მოწმობით თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს და დაგეხმარებათ ახალი თუ მეორადი ავტომანქანის განვადებით შეძენაში. კონტროლის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე აგრეთვე განთავსებულია ავტო მაღაზია, ბილაინის ოფისი, კაფე, დაწყებულია ავტო სამრეცხაოს მშენებლობა.

ჩვენს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ საწყობის მომსახურებით სარგებლობენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელი აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის მოქალაქეები. ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა 4 სართულიანი 63 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი რესტორნით და სწრაფი კვების ობიექტით, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ავტომანქანებით ვაჭრობის განვითარებას.

საბაჟო საწყობი მუშაობს 24 საათის განმავლობაში და ელოდება მომხმარებელს .

ვცდილობთ გავხდეთ თქვენი საიმედო პარტნიორები.

შ.პ.ს. “რუსთავ ტერმინალ პლიუსი”
ტელ.: 790 93 00 73; +995 591 110 625